კლუბები

                                                           REAL  MADRID                                        
                                          მადრიდის    რეალი


        საფეხბუთო კლუბი მადრიდის რეალი  — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ესპანეთის  ქალაქ  მადრიდიდან  „რეალი“ არის ყველაზე წარმატებული გუნდი ესპანეთში და ფიფას მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს  ლა ლიგის სარეკორდო 31 ტიტული;  ესპანეთის თასის 17 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 8 ტიტული; უეფას ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო 9 ტიტული; უეფას თასის 2 ტიტული; უეფას სუპერთასის  1 ტიტული და საკონტინენტთა შორისო თასის  3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G–14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო-XIII მისცა 1920 წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად.
     „რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. 1950–იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრაგუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენჯერმე შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი "სანტიაგო ბერნაბეუ'' არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957 ,1969, 1980 და 2010 წლებში
                                                  მადრიდის რეალის შემადგენლობა
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მეკარეები: იკერ კასილასი, ანტონიო ადანი, იერჟი დუდეკი
მცველები: რიკარდუ კარვალიუ, ალვარო არბელუა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო, რაულ ალბიოლი, ფაბიო კოენტრაუ, ვარანე.
ნახევარმცველები:კაკა, ლასანა დიარა, კრიშტიანუ რონალდუ, ანხელ დიმარია, სამი ხედირა, მესუთ იოზილი, გრანერო, ჟოზე მარია კალეხონი, ხაბი ალონსო, ალტინტოპი.
თავდამსხმელები:კარიმ ბენზემა, გონსალო იგუაინი.

                                                                        El clasico 


http://ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment