მწვრთნელები

                                         გერმანიის ნაკრების  მწვრთნელი         http://ka.wikipedia.org
                                                         იოახიმ ლევი  ( Joachim Löw )


დაიბადების თრიღი 3 თებერვალი 1960წ 
აქტიური სპორტული კარიერა ბრწყინვალე არ ჰქონდა, იყო აინტრახტის, ფრაიბურგის, შტუტგარტის, კარლსრუეს, შაფჰაუზენის, ვინტერტურის, ფრაუნფელდის ნახევარმცველი. გერმანიის ახალგაზდურ ნაკრებში კი ოდენ 4 მატჩს მოუყარა თავი. სამწვრთნელო კარიერა კი უფრო წარმატებული აქვს: 1997 წელს შტუტგარტს გერმანიის თასი მოაგებინა, 2002 წელს კი ტიროლი ავსტრიის ჩემპიონი გახადა. იყო ფენერბაჰჩეს და ვენის აუსტრიის დამრიგებელიც. 2004-2006 წლებში იყო გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის  იურგენ კლინსმანის თანაშემწე. კლინსმანის გადადგომის შემდეგ კი  2006 წლის ივლისიდან გერმანიის ნაკრებს ხელმძღვანელობს











                                                         ჟოზეპ "პეპ" გვარდიოლა ი სალა             


   ესპანელი მწვრთნელი და ყოფილი  ფეხბურთელი. თამაშობდა ჩამშლელ ნახევარმცველად და კარიერის დიდი ნაწილი „ბარსელონაში“ აქვს გატარებული – გუნდში, რომელსაც ამჟამად წვრთნის. გვარდიოლა შედიოდაიოჰან კრუიფის „ოცნების გუნდში“, რომელმაც „ბარსელონას“ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ასევე, გვარდიოლა თამაშობდა ბრეშაშირომაშილ აჰილისა და დროდოს დე სინალში
2000/2001 წლების სეზონში “ბარსა” საშინელ კრიზისს განიცდიდა. სწორედ ის პერიოდია, როდესაც გუნდს წვრთნიდა სერა ფერერი. ერთ-ერთ მატჩში, როდესაც “ნოუ კამპზე” “ბარსელონა” შეხვდა “ვალიადოლიდს” 45-ე წუთზე გაძევებული იქნა “ბარსას” მცველი აბელარდო, მიუხედავად ამისა “ბარსამ” მაინც მოახერხა გოლის გატანა. გვარდიოლას ზუსტი პასის შედეგად კლიუვერტმა მეტოქის კარში თავით გადაგზავნა ბურთი. “ვალიადოლიდს” არც მეტი არც ნაკლები 3 წუთი დაჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად. გაშვებული გოლის შემდეგ სრულს ეიფორიაში ჩავარდა “ბარსას” ფეხბურთელები. გუნდს არაფერი გამოსდიოდა, “ვალიადოლიდის” მეორე გოლი გარდაუვალი იყო. მატჩის 82-ე წუთზე სტუმართა მეკარე ბურთის გათამაშებას არ ჩქარობდა. ეს კარგად შეამჩნია გვარდიოლამ, პეპმა ყვირილით და ჟესტებით “ბარსას” თითქმის ყოველი ფეხბურთელი ცენტრში იხმო და საუბარი გამართა. ჟურნალისტებმა და დამსწრე საზოგადოებამ კარგად დააფიქსირა ფეხბურთელთა სახეები, ისინი გულმოდგინედ უსმენდნენ კაპიტნის რჩევა-დარიგებებს, ეს მცირე თათბირიც მალე დაასრულა გვარდიოლამ და ფეხბურთელები თავიანთ პოზიციებზე გადანაწილდნენ. როდესაც მეკარემ ბურთი გაათამაშა, ხალხმა სულ სხვა ფეხბურთი იხილა. მიუხედავად დაღლისა მთელმა გუნდმა პრესინგს მიმართა. დაცვაში მხოლოდ ორი ფეხბურთელიღა დარჩა: ფრანკ დე ბური და ფილიპ კოკუ. „ბარსა“ უცებ გარდაიქმნა. ყოველი ფეხბურთელის თვალებში იკითხებოდა გოლის გატანის ჟინი. მეორე დამატებულ წუთზე კლიუვერტის წინააღმდეგ წესის დარღვევა დააფიქსირა მატჩის არბიტრმა და 33 მეტრიანი საჯარიმო დაუდო კატალონიელებს. ბურთთან რივალდო მივიდა, ეტყობოდა ჩაწოდებას აპირებდა. ბრაზილიელი ერთ ადგილზე იდგა და არ ექანებოდა. რივგალდოსთან გვარდიოლამ მიირბინა, რაღაც გადაულაპარაკა და რამდენიმე წამის შემდეგ რივო ბიზარის კართან აღმოჩნდა. ჯარიმის შესასრულებლად გვარდიოლა დადგა და მძიმე სიტუაციში არჩია თავად გადაეწყვიტა „ბარსას“ ბედი. კაპიტანი ანერვიულდა, ბურთსაც დიდი ხანი ასწორებდა. სახეზე კი არაფერი ეტყობოდა, წარბიც არ შეიტოკა ისე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან და მოემზადა საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად. დადუმდა “ნოუ კამპი”. დაძაბული სახეები კაპიტანს შესცქეროდა ინჩასა… მეორე დღეს ჟურნალი “Sport”-ის ყდაზე დაიბეჭდება სტატია: “და 33 მეტრიც კი არ აღმოჩნდა კაპიტნისთვის შორი მანძილი”. მაგრამ ჯერ არ იცოდა ეს გვარდიოლამ. არ იცოდა ისიც, რომ ამ დარტყმის გამო ის ძალიან მძიმე ტრავმას მიიღებდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დაარტყა. დაარტყა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო. დაჰკრა და ბურთი ბადეში გაახვია. სიჩუმე უაზრო ყიჟინამ ჩაანაცვლა და მთელი “ნოუ კამპი” უცებ აღრიალდა. ის კი არ იცოდნენ, რომ მათ იხილეს გვარდიოლას უკანასკნელი გოლი მათი სათაყვანო გუნდის რიგებში.
კაპიტანს ისევ შემორჩენოდა ძალები. ყოველი ფეხის გადადგმისას კოჭლობდა, მაგრამ მაინც მოახერხა მატჩის მიწურულს მიეცა ზუსტი პასი რივალდოსთვის და ამ უკანასკნელმა გოლით დააგვირგვინა…
http://ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment