თვდამსხმელები

         ლიონელ მესი

 სრული სახელი   -   ლიონელ ანდრეს მესი

 დაბ.თარიღი   -  1987   24 ივნისი

 დაბ.ადგილი   -  არგენტინა ( როსარიო ) 

სიმაღლე   -   169სმ.

ამჟამინდელი  კლუბი   -   ბარსელონა 

 

მესიმ ფეხბურთის თამაში ახალგაზრდობიდან დაიწყო და ბარსელონამ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. ბარსელონამ მესის ნიუელს ოლდ ბოისიდან ბარსელონაში გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004-05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში ბარსელონამ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006-07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთთრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. მისი საუკეთესო სეზონი, სავარაუდოდ, 2008-09-ების იყო, რომელშიც მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009-10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.
მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომლისგანაც 2 ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი რგენტინის ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წელს იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა რგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიო თასის ისტორიაში. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.




                                მესის მე–4 ოქროს ბურთი

















                 

http://ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment