ფეხბურთის სიახლეები


საქართველო-დანია ივნისში?

დიდი შანსია, ივნისში საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში დანიას შეხვდეს. ამის შესახებ თემურ ქეცბაიამ "მსოფლიო სპორტთან" ინტერვიუში თქვა.
"დანიამ თავად გამოთქვა დაინტერესება და ბუნებრივია, ასეთი დონის ნაკრებთან თამაში ძალიან კარგი იქნება. ჯერჯერობით, ყველაფერი გადაწყვეტილი არაა, მაგრამ დიდი შანსია, ივნისში დანიას შევხვდეთ. სად იქნება თამაში, ჯერ დასაზუსტებელია. გვსურს, რომ შინ ჩავატაროთ ეს მატჩი", - გვითხრა ქეცბაიამ.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან ინტერვიუს დღესვე წაიკითხავთ.
საქართველოს ნაკრები 2006 წლის მუნდიალის შესარჩევში დანიასთან ერთად მოხვდა ჯგუფში. თბილისში მატჩი 2:2 დასრულდა (გოლები: დემეტრაძე, ასათიანი), კოპენჰაგენში კი 1:6 წავაგეთ (გოლი: დემეტრაძე).


No comments:

Post a Comment